პეკინის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა „ლგბტ“ “საბი” აღმოჩნდა
პეკინის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა 25 წლის ბექა ბერიანია. საზოგადოების ნაწილი მას იცნობს სახელით „საბი“. როგორც ცნობილია, იგი „ლგბტ“ თემის წარმომადგენელია.
როგორც მოკლულის მეზობლები აცხადებენ, მას კარგად არ იცნობენ, რადგან ბერიანი პეკინის 14-ში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.
„გოგოსავით გამოიყურებოდა, რამდენჯერმე დავინახე. ეზოში გვიან თუ ვხედავდით“, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელი სახლი დაწვეს.