პრობაციონერებმა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორია მოაწესრიგეს

კახეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, პირობით მსჯავრებულებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულებმა არაერთი მონასტრის მშენებლობა–რესტავრაციაში მიიღეს მონაწილეობა, რაც მათ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის განმტკიცებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები