რას უპირებენ “ნაცებს” 15 ნოემბერს – სადღობელაშვილის განცხადება

დიდი ბოდიშით, მეგობრებო, მაგრამ ვფიქრობ, „ნაცებს“ რაღაც “ლამაზი” და “მიმზიდველი” უნდა გავუკეთოთ – ამ კვირაში აუცილებლად, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
სადღობელაშვილი თანამოაზრეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. “დიდი ბოდიშით, მეგობრებო, მაგრამ ვფიქრობ, „ნაცებს“ რაღაც “ლამაზი” და “მიმზიდველი” უნდა გავუკეთოთ, – ამ კვირაში აუცილებლად, 15 ნოემბრამდე!
ორგანიზაციაში პრაქტიკულად ყოველ საღამოს ვბჭობთ ამ თემაზე, გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ აქტივობაში, არავითარი პარტიულობა, მხოლოდ ანტი “ნაცები”. მხოლოდ თავისუფალი ახალგაზრდები!
მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ყურადღებით იყავით – აქ ფეისბუქ ლომობა არ კმარა! საჭიროა გამოხვიდე, დაფიქსირდე და დააფიქსირო შენი პოზიცია ამ ნაგავის მიმართ, რომელიც 15-ში “თუხთუხს” აპირებენ დედაქალაქის ცენტრში! თუმც სამსახურიდან, ან სასწავლებლიდან დაღლილი იყო მოსული. თუნდ გეზარებოდეს!!!
ერთი უნდა გვახსოვდეს – ესენი არიან “ნ ა ც ი ო ნ ა ლ ე ბ ი“ ! გაგახსენოთ, რა გვიქნეს და რა უქნეს ჩვენს ქვეყანას! არავითარი კომპრომისი! არავითარი ლიბერალური და ლმობიერი მიდგომა. საჭიროა მძიმე ხელი! დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში! ხვალ საღამოს გეტყვით თარიღს ადგილსა და დროს!“,-წერს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები