ახლობლები ნატახტარიდან გაუჩინარებულ 21 წლის თორნიკე გოგალაძეს ეძებენ
ოჯახი, ახლობლები დაკარგულ 21 წლის თორნიკე გოგალაძეს ეძებენ. ის ნატახტარის ლტოლვილების დასახლებიდან 3 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ახალგაზრდა ბორჯომში ცხოვრობს, ის ნატახტარში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, თორნიკე გოგალაძეს ეცვა ნაცრისფერი მაისური, ლურჯი ქურთუკი, ლურჯი ჯინსის სარვალი, შავი ფეხსაცმელი წითელი თასმებით.
დაკარგულის ოჯახის წევრები საზოგადოებას მიმართავენ. თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია დაკარგული ბიჭის შესახებ, დარეკოს ნომერზე: 593748667.