ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

17 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ვილიამ ლაჰიუმ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველომ ნატოს უელსის სამიტის შედეგად მიიღო.
ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე. გამოითქვა იმედი, რომ განსაზღვრული მიმართულებების განხორციელებით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდება და ქვეყნის უსაფრთხოება გაიზრდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა პრემიერ–მინისტრს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები