„ ევროპელი დემოკრატები“ 15 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ 15 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დავითაიას განცხადებით, ის, როგორც დევნილი, აქციის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მისი პარტია აქციაში მონაწილეობას არ ღებულობს.
„ჩვენი პარტია არ მონაწილეობს 15 ნოემბრის აქციაში, მაგრამ, როგორც დევნილი, მე ვუჭერ ამ აქციას მხარს. რეალურად, ვინც არ უნდა ჩაატაროს აქცია ანექსიის წინააღმდეგ, იქნება ეს „ნაციონალები“, „ოცნება“, ნინო ბურჯანაძე თუ სხვა, ნებისმიერს დავუჭერ მხარს, მაგრამ თვითონ პარტია არ მონაწილეობს ამ აქციაში“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი 15 ნოემბერს რუსეთის ქმედებებს რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ.