თბილისის მერიას კომერციული ბანკიდან სესხი აღება აღარ მოუწევს

არსებული შემოსავლების და ხარჯებიდან გამომდინარე კომერციული ბანკებიდან სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის ანგარიშზე დაახლოებით 70 მილიონი ლარია.
“საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება ძალიან კარგად მიმდინარეობს და ჩვენ ბიუჯეტის ანგარიშზე გვაქვს დაახლოებით 70 მილიონი ლარი. ჩვენ არ მოგვიწევს წელს დამატებით კრედიტის აღება, ანუ არსებული შემოსავლების და ხარჯების მიმდინარეობის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ამის აღება არ მოგვიწევს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები