სოზარ სუბარმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები: შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ, ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით. სამინისტროში მოქმედებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საშუალება ეძევათ, 20 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით მოიძიონ.
ბენეფიციარების მიერ შერჩეულ სახლებს სამინისტრო კრიტერიუმების გათვალისწინებით შეისყიდის.
ეკომიგრანტი ოჯახების მიერ სახლების შერჩევა ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს.
სამინისტრომ ქარცივაძეების 8-სულიანი ოჯახისთვის ორსართულიანი სახლი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში შეიძინა.
მრავალშვილიანი ოჯახი, კერძო სახლის გარდა, 7500მ2 მიწის ნაკვეთის მფლობელიც გახდა, რაც მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ოჯახის დიასახლისი მაგული ბერიძე იხსენებს, რომ მათ სახლი შუახევის რაიონის სოფელ ნაღვარევში დაენგრათ, რის შემდეგაც ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
მისივე განცხადებით, კარგი საცხოვრებელი პირობების გამო, ახალ გარემოსთან შეგუება არც მას და არც მის შვილებს არ გასჭირვებიათ.
მინისტრი სოზარ სუბარი სენაკის რაიონის სოფელ მენჯში განსახლებულ აბესალომ ჟვანიას ოჯახსაც ესტუმრა.
6-სულიანი ოჯახისთვის სამინისტრომ 2-სართულიანი სახლი 1600მ2 საკარმიდამო და 6400მ2 სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთებით შეიძინა.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პარალელურად, აბესალომ ჟვანიას ოჯახს საარსებო წყაროც გაუჩნდა, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია მანდარინის ბაღი, სადაც სეზონზე საშუალოდ 2 ტონა მანდარინის მოსავალი მოდის.
ჟვანიების ოჯახის სახლი მარტვილის რაიონის სოფელ კიწიაში სტიქიური მოვლების შედეგად დაინგრა.
სამინისტრომ, 2013-2014 წლების საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლები 66 ეკომიგრანტი ოჯახისათვის მარტვილის, სენაკის, სამტრედიის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებში შეიძინა.
2015 წლის განმავლობაში, სამინისტრო სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის 90-მდე სახლს შეისყიდის.