თბილისში ამერიკელი მუსიკოსი ბეტ ჰარტი ჩამოვა

 

30 ნოემბერს თბილისის „ივენთ ჰოლში“ კონცერტს ამერიკელი მუსიკოსი ბეტ ჰარტი გამართავს. ბეტ ჰარტი ლოს-ანჯელესში 1972 წელს დაიბადა. დაკვრა ადრეულ ასაკში ისწავლა. მან თავი დაანება საშუალო სკოლაში სწავლას და მთლიანად მუსიკას დაუთმო დრო. დაიწყო სიმღერების შექმნა. მღეროდა ღამის კლუბებში, სწავლობდა „ხელოვნების აკადემიაში“. ბასისტი TalHerzberg და გიტარისტის Jimmy Khoury გაცნობის შემდეგ, მათთან ერთად დააარსა პირველი ჯგუფი. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრავდნენ კლუბებში. ბეტ ჰარტი ცნობილი გახდა სიმღერით LA Song (Out of This Town). თბილისის „ივენთ ჰოლში“ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 40, 50, 60, 80 და 150 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები