„ქალთა მკვლელობის გახშირებული ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით“

 

ქალთა მკვლელობის გახშირებული ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად გადამჭრელი ზომების მიღება მართებს.
„ბოლო ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის საფუძველზე 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. ამ საშიში ტენდენციის მასშტაბები საგანგაშოა და ხელისუფლების ორგანოებს გადამჭრელი ზომების მიღება მართებთ. მიუხედავად ცალკეული სტრუქტურების მიერ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისა, აშკარაა, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვაქვს ერთიანი ხედვა. ჯერ კიდევ მაისში შევთავაზე მთავრობას, შეემუშავებინა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, თუმცა პროცესი გაჭიანურდა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები