„თავისუფალი დემოკრატები“ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებენ

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, რომლებიც პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეები არიან, პოზიციის დატოვებას არ აპირებენ. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნულ პოზიციაზე დარჩება.
„თუ უმრავლესობა არ გადაწყვეტს გადაყენებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ კომიტეტის თავმჯდომარედ დარჩენას, ისევე როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ. ჩემი კომიტეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თემებთან მიმართებაში, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას თუ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს ეხება. მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ კიდეც“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები