ქეცბაია: “ოცნება და ნაციონალებიც” ფეხებზე მკიდია რომ მნდომებოდა ევროპარლამენტში ვიქნებოდი (ვიდეო)
“არანაირი კავშირი არ მაქვს არც “ნაციონალებთან”, არც “ოცნებასთან” და არც “ლეიბორისტებთან” და სულ ფეხებზე მკიდია”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ “არენაში” განაცხადა.
გარდა ამისა, ქეცბაიამ გადაცემის წამყვანს დავით მინაშვილს მიმართა და განუცხადა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება არ უხარია.
“ის 30 ათასი კაცი არ არის დაბოღმილი, ვინც სტადიონზე მოდის, არამედ თქვენ ხართ დაბოღმილი… შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება ძალიან არ უხარია. მე ასე მგონია”, – მიმართა ქეცბაიამ მინაშვილს. ამასთან, ამავე გადაცემაში თემურ ქეცბაიამ დადო პირობა, თუ საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დაგეგმილ;ი თამასისას წააგებს ან ფრეს ითამაშებს, პოსტს დატოვებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?sns=fb&v=OnGMdMRTL3U” width=”560″ height=”315″]