„თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალების“ აქციაზე მისვლას არ აპირებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ 15 ნოემბერს „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებენ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, მათ პარტიას და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეთ. დოლიძისთვის გაუგებარია აქციის მიზანიც. მისი თქმით, გაუგებარია, ვის წინააღმდეგაა აქცია მიმართული.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ გვაქვს მათგან განსხვავებული ღირებულებები, მორალური პრინციპები და ქვეყნის მართვის სხვადასხვაგვარი ხედვა. ვის აქვს კავშირი „ნაციონალებთან“, კარგად დავინახეთ ამ დღეებში. ჩვენი გამოჩენა 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალებთან“ ერთად სასაცილოა. ანექსიასთან დაკავშირებით თავისი სათქმელი მათ უკვე თქვეს და ამით დაგვიტოვეს უამრავი პრობლემა. საერთოდ, რა მიზანი აქვთ ამ აქციით და ვის წინააღმდეგაა მიმართული, გაუგებარია“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი 15 ნოემბერს რუსეთის ქმედებებს რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები