ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი დღეს, ავადმყოფობის შემდეგ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნანა ზარდიაშვილი 1955 წლის 25 დეკემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „პირველ არხზე“, შემდეგ კომპანია „მაგთი“-ში. ნანა არის „Foreignpress“-ის პროექტის და იდეის ავტორი.
იყო ბლოგერი. წერდა აქტუალურ, ცხოვრებისეულ საკითხებზე.
2012 წელს გამომცემლობა „პარადისომ“ მისი საინტერესო და უცნაური წიგნი გამოსცა: „თუმოროფობი (Colonel Agraphina Woolf).“
სწორედ, თავის ერთ-ერთ ჩანაწერში “თუმოროფობის მონოლოგი“ ნანა ზარდიაშვილი წერდა:
„ჩემი წუთები დათვლილია. დათვლილია სკრუპულოზურად, ექსელის ცხრილებში. ფორმულა შევამოწმე – სწორია. უბრალოდ ის უჯრედი, სადაც ჯამი უნდა ეწეროს, ვიღაცას დაუჰაიდებია და ანჰაიდის რეჟიმი გამოურთავს. თორემ ისე, ჩემი წუთები დათვლილია, დათვლილია დინჯად, აუჩქარებლად. შეცდომა გამორიცხულია იმიტომ, რომ ის, ვინც ითვლიდა, ჩინებული მათემატიკოსია, ყველაზე მთავარი მათემატიკოსი მთელს მსოფლიოში.“
„Kvira.ge” მწუხარებას გამოთქვამს ნანა ზარდიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

974741_760995720616149_360826439_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები