„ბუქ სითიში“ საჯარო ლექციების სერია იწყება

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, „ბუქ სითიში“ საჯარო ლექციების სერია იწყება. ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხმაურება.
პირველ ლექციას 13 ნოემბერს პოეტი ირაკლი კაკაბაძე ჩაატარებს თემაზე: „ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა – გენდერული პარალელები (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი)“.
ლექციები ტარდება პროექტის „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები