გიორგი მაისურაძე ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ ისაუბრებს

13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ ისაუბრებს.
„დოსტოევსკის არა მხოლოდ რომანებია „პოლიფონიური“, არამედ თავად ამ რომანების ავტორიც. მისი ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აზრები და ხატები დოსტოევსკის პიროვნულ პოლიფონიურობაზე მიუთითებს, რაც მის ერთფეროვან წაკითხვასა და ინტერპრეტაციას შეუძლებელს ხდის. დოსტოევსკის შინაგანი დანაწევრებულობა მთელი სიმძაფრით ღმერთის არსებობა-არარსებობის თემაში ვლინდება. დოსტოევსკის სამყარო ღმერთის გამოცხადებული მკვლელობის პანიკური მოლოდინი და მისი გარდაუვალობის აფექტური ფორმით უარყოფაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები