მოზარდმაყურებელთა თეატრის 86 წლის იუბილე

დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი 86 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი გამართავს სპექტაკლის პრემიერას „ჩვენ გველის დიდება.“ წარმოდგენას სპექტაკლის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
პრემიერის დასასრულს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ცნობილ ქართველ რომანისტსა და კინოსცენარისტს ზაირა არსენიშვილს, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები