ბესიკ ხარანაულს კულტურის სამინისტრო სპეციალურ ჯილდოს – ხელოვნების ქურუმს გადასცემს

 

    11 ნოემბერს ცნობილ ქართველ პოეტსა და მწერალს, ბესიკ ხარანაულს 75 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იუბილარს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს, ხელოვნების ქურუმს გადასცემს.
ბესიკ ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს, თიანეთში დაიბადა. მისი დებიუტი 1954 წელს, 15 წლის ასაკში შედგა. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს 1992-2002 წლებში დაწერილმა წიგნმა „ამბა ბესარიონმა“ მოუტანა. გარდა ორი პროზაული ნაწარმოებისა („ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის” და „სამოც ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”) ბესიკ ხარანაულს გამოცემული აქვს ოცამდე პოეტური კრებული. ბესიკ ხარანაულს მიღებული აქვს რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემია, აგრეთვე, 2004 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა“, 2012 წელს კი ლიტერატურული პრემია „გალა” წიგნისათვის „ლექსები, პოემები 1954-2005“.
ქართველი მწერალი და პოეტი 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იყო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე. მისი ლექსები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის: ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები