კინომსახიობთა თეატრში ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართება

 

   11 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია პეტერბურგის თეატრალური სეზონის შესახებ თბილისში, რომელიც მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ ფარგლებში ჩატარდება. პრესკონფერენციას ფესტივალის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე და პეტერბურგიდან ჩამოსული სტუმრები გაუძღვებიან.
თბილისში „პეტერბურგის თეატრალური სეზონის“ ფარგლებში დაგეგმილია ხუთი სპექტაკლის ჩვენება. ფესტივალი „საჩუქარი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2013 წლიდან აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები