ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.
“საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართული ჯარის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და მისი განვითარებისთვის.
“თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად, შევაჯამეთ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და ჩვენ ამ კურსს აუცილებლად შევინარჩუნებთ. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ჯარის განვითარებას, მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წინსვლას და ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები