„ძალიან ნათლად, საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის საერთოდ არავის არაფერი შემოუთავაზებია“
ძალიან ნათლად, საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის საერთოდ არავის არაფერი შემოუთავაზებია, – ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მანაგაძე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა.
“უცნაურია, ძალიან ნათლად, საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის საერთოდ არავის არაფერი შემოუთავაზებია და არც რაიმე კონტაქტი მქონია ვინმესთან ამ საკითხზე. ჩემს მაგივრად რატომ მსჯელობენ, დავთანხმდი თუ უარი ვთქვი იმაზე, რაც არ მომხდარა, ვერ გამიგია”, – აცხადებს ირაკლი მანაგაძე.
შეგახსენებთ, რომ “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” ხელმძღვანელის, სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, კოტე ზალდასტანიშვილმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს.