ილია მეორე: ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ყურადღებას არ აქცევენ მეცნიერებას

 

      პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, ახალგაზრდები და სასულიერო პირები აქტუალურ სამეცნიერო თემებზე მუშაობით დააინტერესონ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ასევე მეცნიერებათა აკადემიის წევრები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები დაესწრნენ.
პატრიარქმა ხელისუფლებას მიმართა, ახალგაზრდები და სასულიერო პირები აქტუალურ სამეცნიერო თემებზე მუშაობით დააინტერესონ.
უწმინდესი ასევე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაიყოს ორ ნაწილად, რომელთაგანაც ერთი ნახევარი გათვალისწინებულ იქნება ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და მათი მეცნიერული მუშაობისათვის.
“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ყურადღებას არ აქცევენ მეცნიერებას. ეკონომიკის, ფინანსების შესწავლით ინტერესდებიან, იოლი გზებით უნდათ, რომ იარსებონ. მეცნიერებათა აკადემიის ყოველი წევრი ვალდებული უნდა იყოს, წელიწადში ერთხელ ერთი წიგნი მაინც დაწეროს და ეს მისი შრომა უნდა დაფასდეს. საზრდო მიიღოს ამ წიგნში. მე მინდა მივმართო მინისტრს, ვიფიქროთ, როგორ მივიზიდოთ ახალგაზრდობა მეცნიერებისკენ. შევთავაზოთ ახალგაზრდებს თემატიკა, რაც დღეს სჭირდება ჩვენს ერს. ახალგაზრდებმა იმუშაონ, და თუ ჩვენ არაფერი არ გამოვუყავით, ვერც იმუშავებენ”, _ აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები