დავით უსუფაშვილი დუნია მიატოვიჩს შეხვდა

 

      საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მედია არის თავისუფალი და მრავალფეროვანი, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
როგორც სტუმარმა აღნიშნა, ეუთო მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ამ საკითხში.
საუბარი შეეხო, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლების საქმიანობას და მათი დიგიტალიზაციის (გაციფრულების) პროცესს.
დუნია მიოტოვიჩმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის მედიის XI საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეუთოს ეგიდით დღეს თბილისში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები