იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიმართება

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაცია და უძველესი ხელნაწერის – IX საუკუნის „ანბანდიდი სახარების“ გამოფენა გაიმართება.
პროექტი, ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერთა აღწერილობების თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით შექმნას ითვალისწინებს. ხელნაწერთა აღწერილობების პირველი ტომი გამოსაცემად 2014 წლის მიწურულისთვის დამზადდება. ამასთან, შედგება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობა და თითოეული აღწერილი ხელნაწერის სრული დიგიტალური ვერსია მოიყრის თავს. ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. საერო თუ სასულიერო ხასიათის ხელნაწერების საერთო რაოდენობა 900-ს აჭარბებს, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XX საუკუნეეებია.
რაც შეეხება ხელნაწერს, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იქნება გამოფენილი, „ანბანდიდი სახარება“ ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერია. იგი თავიდან ბოლომდე ასომთავრული ნაწერით, ყავისფერი მელნით არის შესრულებული.
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დაააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები