პატრიარქ კირიონ II – ის პირადი ბიბლიოთეკა გამოიფინება

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა – „წიგნები სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის კირიონ II – ის პირადი კოლექციდან“ გაიმართება.
გამოფენის გახსნაზე მიწვეულნი არიან, თსუს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სასულიერო პირები და სტუდენტები. როგორც ცნობილია, თსუ-ს ბიბლიოთეკაში, მრავალი სახელოვანი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის წიგნების კოლეციებთან ერთად, დაცულია დამოუკიდებლობააღდეგნილი საქართველოს პირველი პატრიარქის, კირიონ მეორის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილიც.
კოლექცია როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის წიგნებს მოიცავს.
გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, კერძო კოლექციებში დაცული ფოტოები და თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები იქნება წარმოდგენილი.
კირიონ მეორე ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი იყო, რომელიც საქართველოში განათლების აღორძინებისთვის დაუღალავად იღვწოდა.
პატრიარქმა კირიონ მეორემ 1918 წლის 26 იანვარს, პირველი ქართული უნივერსიტეტის გახნასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და უნივერსიტეტი დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები