„ჯეპრას“ კონკურსი დასრულდა

„ჯეპრას“ კონკურსი „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასასრულს მიუახლოვდა.
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
ჟიურის წევრები გამარჯვებულს დაასახელებენ და დააჯილდოებენ. ჟიურის წევრები არიან: გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, გოგა ჩანადირი, ეკატერინე ჟვანია და სოსო გალუმაშვილი. ჯეპრას კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოიფინება ყველა შემოსული ნამუშევარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები