კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

12 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება, რომელიც პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს და პოლონელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ანდჟეი პანუფნიკის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.
სტუდენტურ ორკესტრს პოლონელი დირიჟორი პაველ კოტლა უდირიჟორებს.
სოლისტი – იან კალინოვსკია (ჩელო, პოლონეთი); შესრულდება ლ. ვ. ბეთჰოვენის, ჰ. გორეცკის, ა. პანუფნიკის, რეზო კიკნაძისა და ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები