მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი – „ერთი ცის ქვეშ“

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართება კონცერტი მულტიეთნიკური ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ქისტი, უკრაინელი, რუსი, ოსი და ბერძენი ეროვნების მოსწავლეები ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. კონცერტის მონაწილეები მაყურებლის წინაშე ფოლკლორული პროგრამით წარდგებიან.
მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ 2008 წელს დაფუძნდა და რეგიონული კონცერტების ციკლს მოიცავს. ამ დრომდე საქართველოს მაშტაბით სულ რვა კონცერტი ჩატარდა. ფესტივალის მიზანია, ქართველი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დონორი ორგანიზაციებია: გაეროს ასოციაცია საქართველოში; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
პროექტის ავტორი და დამფუძნებელია საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე – მანანა ალფაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები