მომღერალ ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნება

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 29 ნოემბერს მომღერალ ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნება. როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი რაულ ქირია ამბობს, ვარსკვლავის გახსნა მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა. ვარსკვლავის გახსნამდე, ფილარმონიის დარბაზში ესტრადის ცნობილი მომრერლები ეთერ კაკულიას რეპერტუარიდან სიმღერებს შეასრულებენ.
„ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით ხორციელდება. ეთერ კაკულიას რეპერტუარში 200 სიმღერა აქვს. მათ შორის 20 სიმღერა შეირჩა, რომელსაც ესტრადის ცნობილი მომღერლები შეასრულებენ“, – ამბობს რაულ ქირია.
ფილარმონიაში ეთერ კაკულია როგორც სტუმარი, ისე მივა, თუმცა კონცერტის ბოლოს სცენაზე ავა და კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმღერას შეასრულებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და მაყურებლებს მოსაწვევები დაურიგდებათ. კონცერტის ბოლოს კი, ფილარმონიის წინ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები