ესპანეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მადრიდიდან ბულიასის მუნიციპალეტიტსკენ მოძრავმა სამგზავრო ავტობუსმა ავარია განიცადა. ავარიის შედეგად 13 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა. ეს ინფორმაცია დღეს ესპანურმა გამოცემა „The Spain Report“-მა გაავრცელა. ავარია მურსიის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 8 ნოემბერს ღამით მოხდა. გზაზე მოძრავი ავტობუსი მოცურდა და 10-15 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ავარიისას ავტობუსში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 30 ბრიგადა მუშაობდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მძღოლი გადარჩა. როგორც მან მაშველებს განუცხადა, ავარია მუხრუჭების გაუმართაობის მიზეზით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები