უკრაინის ქალაქებში სანთლებით ქვეყნის გიგანტური გერბი შექმნეს

  • უკრაინის ქალაქებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოხალისეებთან ერთად სანთლებით გიგანტური უკრაინის გერბი და სიტყვების „Слава Украине Героям Слава“ გამოსახულება შექმნეს. აქცია „უკრაინა – ეს მე ვარ“ რესპუბლიკური მასშტაბის გახლდათ და კიევის გარდა ის უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ამ აქციის მთავარი მიზანი უკრაინელების საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად გაერთიანების იდეა გახლავთ. ორგანიზატორები თავიანთი ნამუშევრის ფოტოების ATO-ს ზონაში წაღებას აპირებენ, რათა იქ ჯარისკაცებს აჩვენონ და ამით გაახარონ ის. კიევში სანთლებით შექმნილი გერბი სიგანით 14 მეტრი, ხოლო სიგრძით 20 მეტრი გახლდათ. მის გაფორმებაზე სულ 6,5 ათასი სანთელი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები