FBI-მ ჩერჩილის საიდუმლო გეგმა გაახმაურა, რომელიც მოსკოვის ატომურ დაბომბვას გულისხმობდა

1947 წელს ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ერჩილმა აშშ-ს თხოვნით მიმართა, მიეყენებინა საბჭოთა კავშირისთვის ბირთვული დარტყმა და ამის „ცივი ომი“ დაესრულებინა. ამ ინფორმაციას FBI-ის საიდუმლო სტატუს მოხსნილი მემორანდუმი იუწყება, რომელიც ახლა გამოცემა „The Daily Mail“-მა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ჩერჩილმა თავისი თხოვნა აშშ-ს, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის სტაილ ბრიჯესის საშუალებით გადასცა, რომელიც 1947 წელს ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ჩერჩილის ჩანაფიქრის თანახმად, ბრიჯესს უნდა დაერწმუნებინა აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომ კრემლისთვის ატომური დარტყმით დასავლეთს კომუნისტების დაპყრობისგან იხსნიდა. „ჩერჩილი თვლიდა, რომ ატომური ბომბი ზუსტად კრემლისთვის უნდა ესროლათ, მაშინ რუსეთი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩებოდა. თუკი ეს არ გაკეთდებოდა, 2-3 წლის განმავლობაში რუსეთიც საკუთარ ბომბს მიიღებს და აშშ-ს დაარტყამს“, – წერს The Daily Mail-ი. მემორანდუმი პირველად 2014 წლის 28 ოქტომბერს გამოცემულ ამერიკელი ჟურნალისტის ტომას მაიერის წიგნში: „When Lions Roar: The Churchills and the Kennedys“ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები