ზახარჩენკო დონეცკის აეროპორტში სროლის ქვეშ მოჰყვა
თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ დონეცკის აეროპორტში სროლის ქვეშ მოჰყვა. ზახარჩენკოს თქმით, ის და „დსრ“-ის ინპექტორები სროლის ქვეშ მოხვდნენ, რომელიც უკრაინული მხარის მიერ „გრადებიდან “ და ტყვიამფრქვევებიდან იყო განხორციელებული. „დსრ“-ის წარმომადგენლებმა დროულად მოახერხეს სროლის ზონიდან გამოღწევა, მათგან არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ზახარჩენკოზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც მისი ავტომობილი იქნა დაცხრილული. შედეგად დაიჭრა მძღოლი, თვითონ ზახარჩენკო კი უვნებელი გადარჩა.