რუსეთში აზროვნების ძალით მომუშავე სამოვარი შექმნეს (ვიდეო)
სანქტ-პეტერბურგელმა მეცნიერებმა უნიკალური სამოვარი შექმნეს. მისი მართვა შესაძლებელია მხოლოდ აზროვნების ძალით. ამ ტექნოლოგიას ნეიროინტერფეისი ეწოდება, ადამიანის ტვინი გამოყოფს სხვადასხვა ძალის ელექტრო იმპულსებს, რომლებიც მოწყობილობას Bluetooth-ის მეშვეობით გადაეცემა.
შემქმნელების თქმით, სამოვარიდან წყალი სწრაფად იმ შემთხევევაში წამოვა, თუ კი მფლობელი რაიმე აქტიურ საქმიანობაზე ფიქრობს, მაგალითად სირბილზე ან გიტარაზე დაკვრაზე. მეცნიერთა მტკიცებით, ამ ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაშიც იქნება შესაძლებელი. მათი თქმით, ნეიროინტერფეისი დაეხმარება ისეთ პაციენტებსაც, რომლებმაც ინსულტი ან ამპუტაცია გადაიტანეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=11eBjZLyiwE” width=”560″ height=”315″]