სერბი ჟურნალისტი სექსუალური გარეგნობის გამო სტადიონიდან გააგდეს (ვიდეო)
სერბი სპორტული ჟურნალისტი კატარინა სრეჩკოვიჩი თავისი სილამაზის გამო დაისაჯა. ტელეწამყვანი და კორესპოდენტი საფეხბურთო მატჩიდან გააძევეს იმის გამო, რომ თავისი გარეგნობის გამო ფეხბურთელების ყურადღებას იქცევდა. ამასთან, გოგონას არაფერი განსაკურებული არ გაუკეთებია, ის უბრალოდ ინტერვიუსთვის ემზადებოდა. ორივე გუნდის ფეხბურთელები კი ამ დროს კონცენტრაციას კარგავდნენ, მუდმივად გოგონას უცქერდნენ და შედეგად თავიანთი მომხიბვლელის შესახებ მატჩის არბიტრთან დაიწუწუნეს.
25 წლის გოგონა კატარინა ბავშვობიდან „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრობს. ცოტა ხნის წინ მას საშუალება გაუჩნდა გუნდთან უფრო ახლოს იყოს: ის კლუბის სპორტული გადაცემის წამყვანი გახდა.
როგორც მოგვიანებით სრეჩკოვიჩმა აღნიშნა, ასეთ სიტუაციაში პირველად არ მოხვედრილა. თავის სამსახურს გოგონა თავისი ცხოვრების საყვარელ საქმედ მიიჩნევს და ახლა ეშინია, რომ ინციდენტის გამო შესაძლოა გაანთავისუფლონ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kzckknSOnOw” width=”560″ height=”315″]