“ირაკლის ვუთხარი, რომ არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა”

ჩემი სურვილია, რომ ირაკლი ალასანიას ჰქონდეს კარგი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ლიდერზე არის სერიოზული შეკითხვები ალასანია, რომ თავმჯდომარე ყოფილიყო უნდა გადამდგარიყო რადგან, მისი გუნდი და პარტია არ დაეზიანებია. „ირაკლის ვუთხარი რომ არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა რაც მოხდა დღეს. როდესაც ლიდერზე არის სერიოზული შეკითხვები, როგორც წესი ის რომ თავმჯდომარე ყოლიყო უნდა გადამდგარიყო, რომ მან არ უნდა დაამძიმოს თავისი თანაგუნდელები და პარტია. ის არათუ არ გადადგა არამედ ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა, რაც ჩემი აზრით არის მცდარი. ჩემი სურვილია, რომ ირაკლი ალასანიას ჰქონდეს კარგი მომავალი ძირითადი საუბარიც ამაზე იყო. მე პირადული არაფერი არ მაქვს ირაკლისთან და საერთოდ შურის მაძიებელი არ ვარ. მე დავუდგები ყველა პოლიტიკოსს ვინც ჩემი ქვეყნისთვის იზრუნებს და სწორს გააკეთებს. დავუპირისპირდები ყველას ვინც შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის საზიანო ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები