“ირაკლი ალასანია პროკურატურას დაუპირისპირდა, რაც იყო შეცდომა”
„თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკური განცხადებებით პროკურატურას დაუპირისპირდა, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა“, – განაცხადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. ყოფილი პრემიერი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმესაც შეეხო. ბიძინა ივანიშვილმა, ვრცლად მიმოიხილა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური განცხადებები.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოძიებას დახმარებოდა და ეთანამშრომლა, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
„როგორ გავითარდა მოვლენები და რა მივიღეთ: როგორც ვიცით პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რასაც თავდაცვის სამინისტროს 5 მღალჩინოსნის დაპატიმრება მოჰყვა. მაშინ არ იყო მინისტრი საქართველოში, ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიასა და საფრანგეთში. რაც გახდა საბაბი იმისა, რომ ამ დაპატიმრებას დაარქვეს, რომ ეს იყო პოლიტიკური. ამას დაემატა, პროკურატურის მეორე განცხადება, ჯარისკაცების მოწამვლებთან დაკავშირებით, სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრაქტიკულად დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთან, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა. ერთადერთი , რაც შეიძლებოდა ისეთი პოლიტიკოსისითვის, როგორიც ირაკლი ალასანიაა, მაქსიმალურად უნდა მიეცა საშუალება თავადაც დახმარებოდა გამოძიებას. ის, ვერც შეეწინააღმდეგება გამოძიებას, ამის უფლება მას არ აქვს. მაგრამ თავისი გამოსვლებით და თავისი პოზიცით, პრაქტიკულად დაუპირისპირდა პროკურატურას. პროკურატურის მეორე განცხადების, შემდეგ, ნაცვლად იმისა რომ, თავის თანაგუნდელებთან მომხდარიყო განხილვა, სადაც დასწრების სურვილი მეც მქონდა, ნახეთ როგორი განცხადებები გააკეთა და როგორ წაიყვანა საქმე? ამ ყველაფერს დაუდეს პოლიტიკური სარჩული, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟებული და პოლიტიკური ანგარიშსწორება მიდის ირაკლი ალასანიას სტტრუქტურისა და პირადად ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, არავითარი საფუძველი ამისა, არ არსებობდა. შეიძლება საზოგადოებისგან არსებობს შეკითხვები პროკურატურის მიმართ, ეს უფრო სწორ დროს უნდა გაკეთებულიყო და უფრო ლამაზად და ასე შემდგომ… ეს, რომ პოლიტიკურად ყოფილიყო ანგაჟირებული, რა პრობლემა იყო, დალოდებოდა პრემიერზე თუ სხვა, ვინმეზე აქვთ მინიშნება, სწორედ რომ პირიქით, მოხდა. თავისუფლად შეეძლო, იმ პოლიტიკოსს თუ ეს ვინმემ დაგეგმა, დალოდებოდა თავდაცვის მინისტრის დაბრუნებას, მისთვის, გაეცნოთ ერთი საათით ადრე, რომ ასეთი რამ მოხდება უწყებაში, და შემდგომ განვითარებულიყო მოვლენები, რა იუშლიდა ამას ხელს. სწორედ, ეს არის ის დასკვნები, არავითარი ზეწოლა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, არავითარი ზეწოლა სასამართლოზე, ის რაც გაკეთდა, იმის ანაზილის გაკეთება ყველას გვაქვს. რა თქმა უნდა საბოლოო სიტყვას გამოძიება და სასამართლო იტყვის, მაგრამ ის რაც დაიწერა უკვე, გარკვეულ კითხვებს ბადებს და კითხვებზე პასუხი ცუდი არ იქნებოდა, ნაცვლად პოლიტიკური დემარშებისა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.