“სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო განცხადებებით დაზიანდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი„
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ევროპაში და ამერიკაში იგზავნება მცდარი ინფორმაცია და საუბედუროდ ეს ცუდ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.
როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა, მსგავსი და უპასუხისმგებლო განცხადებებით ქვეყნის იმიჯი დაზიანდა. “აქედან იგზავნება მესიჯები ევროპასა და ამერიკაში და მცდარი ინფორმაცია გადის ჩვენი ქვეყნიდან და საუბედუროდ ეს ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. სამწუხაროდ მსგავსი და უპასუხისმგებლო განცხადებებით დაზიანდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი. ის განცხადებები რაც სამწუხაროდ ჩვენმა თანაგუნდელებმაც გააკეთეს და ჩვენს იმიჯზე ცუდად აისახა, თუმცა ამ კუთხით ჩვენი მთავრობაც მუშაობს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.