ბიძინა ივანიშვილი: ახლო მომავალში ყველაფერს პასუხი გაეცემა

 

   არსებულ ვითარებას მთავრობის პოლიტიკურ კრიზისს არ დავარქმევდი – ასე აფასებს ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. როგორც ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის რომ ირაკლი ალასანია საკუთარი გუნდით ოპოზიციაში გადავიდა, ეს დადებითიც არის. ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ „ თავისუფალი დემოკრატების” სახით ქვეყანაში და პარლამენტშიც კონსტრუქციული ოპოზიცია ჩამოყალიბდა.
„ამ ვითარებას მთავრობის პოლიტიკურ კრიზის არ დავარქმევდი. მთავრობის გარკვეული რყევები იყო, რაც არ არის სასიამოვნო. კრიზისი გარკვეულ რაღაც მომენტში იყო, პრაქტიკულად უკვე დალაგებულია ყველაფერი, არაფერი კითხვები აღარ რჩება. კოალიციაშიც იყო კრიზისი. ეს ნორმალური მოვლენაა, ეს ხდება ხოლმე ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი, ხშირად. ჩვენ გავაკეთოთ ანალიზი, რა მოხდა – რა არის ცუდი და რა არის კარგი. რა არის სასარგებლო. ყველა მოვლენიდან ჩვენ უნდა მოვახეროთ და ვისწავლოთ, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და ყველა მოვლენა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლოდ. ის, რაც მოხდა, არაფერია და ის რაც მოხდა, ყველაფერს პასუხი გაეცემა ახლო მომავალში. ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად ეს ქვეყანას არ დააზარალებს და შეიძლება უკეთესიც კი იყოს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს მოვლენები სასიკეთოდ მოვირგოთ და გაავაანალიზოთ, თუ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ქვეყანაშიც და პარლამენტშიც, ამაში ცუდი არაფერი არ არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები