ზაკირ გასანოვი: აზერბაიჯანული დროშა ყარაბახის თავზე იფრიალებს
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ გასანოვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა ამჟამად ოკუპირებული მიწების თავზე იფრიალებს.
ამის შესახებ სახელმწიფოებრივი დროშის დღესთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილ მილოცვაშია ნათქვამი. აზერბაიჯანში ეს დღე 9 ნოემბერს აღინიშნება.
„მე მწამს, რომ თქვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის, სამხედრო ფიცის და წესდების ერთგულნი დარჩებით, მიაღწევთ ახალ წარმატებებს საბრძოლო და მორალურ-ფსიქოლოგიურ მომზადებაში და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით აღმართავთ ჩვენ სამფერიან დროშას შუშაში, ხანკენდში და სხვა, დღესდღეობით ოკუპირებული ჩვენი მიწების თავზე“, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში, – წერს „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“.