რობინ ულიამსის თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურდა, მსახიობი ნარკოტიკებით არ გარდაცვლილა
დადასტურდა, რომ ცნობილმა მსახიომა რობინ უილიამსმა თავი მოიკლა. ამის შესახებ „Associated Press“-ის ინფორმაციით კალიფორნიის ოლქის შერიფმა მარინ ქით ბოიდმა განაცხადა. სწორედ შერიფი მუშაობდა მსახიობის გარდაცვალების გამოძიებაზე.
ცნობილი გახდა, რომ ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ უილიამსის სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების შემცველობა არ გამოავლინა. მედიკოსების დასკვნით, ულიამსის სიკვდილი ჩამოხრჩობამ გამოიწვია.
რობინ ულიამსის მეუღლემ, სიუზან შნაიდერმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ბოლო პერიოდში დეპრესიას ებრძვოდა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კი მას პარანოია და ძილთან პრობლემები დაეწყო.
შეგახსენებთ, რომ რობინ ულიამსი გარდაცვლილი 11 აგვისტოს, კალიფორნიაში იპოვეს.