ექსპერტები გარემოსდაცვით საგზაო რუკასა და მატრიცას შეიმუშავებენ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ (DCFTA) გარემოსდაცვითი საგზაო რუკის (Roadmap) შემუშავებას ითვალისწინებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვერდა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტებისგან წარმოდგენილი გარემოსდაცვითი საგზაო რუკის სამუშაო ვერსია განიხილეს. განხილვას სახავადსხვა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეირჩა უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტი, რომლებიც სამინისტროს დარგობრივი სამსახურების წარმომადგენლენთან ერთად ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის საგზაო რუკასა და მატრიცას მოამზადებენ. დოკუმენტში თანმიმდევრულად იქნება აღწერილი გარემოს დაცვის სფეროში განსახორციელებელი ცვლილებები და რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.