ლავროვი: გზა უკრაინის მშვიდობისკენ ჟენევაზე გადის

  დღეს პეკინში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ლავროვის და ქერის საუბარი აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის მიმდინარეობისას შედგა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი და აშშ დონბასში კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით უკრაინის ხელისუფლების მიერ ჟენევის ვალდებულებების შესრულების დარწმუნებას ეცდებიან.
„ჩვენ ჟენევის ფორმატი გავიხსენეთ, როდესაც აპრილში ჟენევაში რუსეთის, აშშ-ს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ გავიხსენეთ ის, რომ 17 აპრილის ჟენევის განცხადებაში უკრაინის მთავრობა მინისტრის სახით ყველა რეგიონების და პოლიტიკური ძალის მონაწილეობით დაუყონებლივ პოლიტიკური პროცესის, საკონსტიტუციო რეფორმის დაწყების ვალდებულება აიღო“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ის და ქერი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ეს ამოცანა უწინდებურად, შეიძლება, უფრო მეტადაც კი აქტუალურია დღეს, ვიდრე აპრილში იყო, როდესაც ასეთი პროცესის დაუყონებლივ დაწყებაზე იყო საუბარი. ვეცდებით უკრაინული მთავრობის დარწმუნებას, რომ ამ ვალდებულების შესრულება დაიწყოს“, – აღნიშნა ლავროვმა. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია წინააღმდეგია უკრაინაში კრიზისი ძალის გამოყენებით დარეგულირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები