კასპაროვი ყირიმის ანექსიას „პუტინის საშინაო სამუშაოდ“ აფასებს – მას მასობრივი გამოსვლების შიში აქვს

  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ ოლქების ანექსიის „საშინაო სამუშაო“ ჰქონდა. ასეთი მოსაზრების შესახებ ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა, ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადების 8 გზის გამარჯვებულმა გარი კასპაროვმა „ფოკუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კასპაროვის თქმით, თავდაპირველად პუტინს 2014 წელს უკრაინული ტერიტორიების ანექსია დაგეგმილი არ ჰქონდა, „მაგრამ ყირიმის ანექსიის სისწრაფის და უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთით რუსი აგენტურის მიერ პროვოცირებული ყველა გამოსვლის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ეს საშინაო სამუშაო იყო“. „რუსეთის დაზვერვა უკრაინის ოლქების გარიყვის სცენარს ამზადებდა, მაგრამ შეიძლება ლოგიკურად ვივარაუდოდ, რომ ეს 2015 წლისთვის მზადდებოდა – საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩის დამარცხების შემთხვევისთვის, – ამბობს კასპაროვი.
ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ სამხედრო მოქმედებების გეგმები გენერალური შტაბის და დაზვერვის სამმართველოს მაგიდაზე იდო.
„მოქმედებდნენ ელვის სისწრაფით. პუტინს ასევე მაიდანის შიში აჩქარებდა – მისი აზრით, ეს ზედმეტად გადამდები იქნებოდა რუსეთისთვის. მასობრივი გამოსვლების შიში პუტინს არც ახლა ტოვებს. ამიტომ მან მოქმედება აგრესიულად გადაწყვიტა. ანტიუკრაინული პროპაგანდა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დადებითად არ აღიქვან ანტიკრიმინალური რევოლუციის იდეა, რომელიც რეჟიმის ცვლილებას იწვევს“, – აცხადებს კასპაროვი.

10385157_864539213586318_1529708006_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები