მეცნიერები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ
ისტორიის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ისტორიის მუზეუმში შეიკრიბნენ. მეცნიერები ტექნოლოგიებსა და მთი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მათ მიუღებლად მიაჩნიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის შემადგენლობაში ყოფნა.
„ჩვენი შეხედულების გამოთქმა გვინდა იმ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ითვალისწინებს კვლევითი ინსტიტუტების, ფაქტობრივად, არ არსებობას. ამდენი ხანია ვართ გაურკვეველ ვითარებაში. სახელმწიფომ ვერაფრით ვერ მოახერხა, რომ დაარეგულიროს ჩვენი მდგომარეობა. ვერ გაიაზრა, რომ ფუნდამენტალური მეცნიერებები, ჩვენი სამი დარგი არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი“, – განაცხადა სამეცნიერო საბჭოს წევრმა ხათუნა იოსელიანმა.
წერილობითი მიმართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მზადდება, მეცნიერები კანონში შესატან ცვლილებებს გააპროტესტებენ.