“აჭარაბეთში” სამართალდამცველები შევიდნენ
სამორინე “აჭარაბეთში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. “კვირას” ინფორმაციით, სამართალდამცველები სამორინეს საქმიანობით გუშინ დაინტერესდნენ, რა დროსაც “აჭარაბეთმა” მუშაობა შეწყვიტა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. როგორც “კვირამ” გაარკვია სამორინე სავარაუდოდ ორშაბათამდე შეწყვეტს მუშაობას.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას უწყების პრესსამსახურში შეეცადა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება საგამოძიებო სამსახურში არ გაკეთებულა.