საშემოდგომო სეზონისთვის გამწვანების აქცია იწყება
დღეიდან საშემოდგომო სეზონისთვის ტყე-პარკების მაშტაბური განაშენიანება იწყება. დიღმის-ტყე-პარკში 600-მდე ხე დაირგვება. ნარგავებს შორის იქნება ფიჭვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის-კვიპაროსის, კედარის, ფიჭვისა და ცაცხვის ხეები.
გამწვანების აქციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი დავით ნარმანია თავისი მოადგილეებით. აქციაში ასევე ჩაერთვებიან საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები.