სნოუდენის როლზე ოლივერ სტოუნმა სასურველი მსახიობი საბოლოოდ დაამტკიცა
ცნობილი რეჟისორი ოლივერ სტოუნი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენზე ფილმს იღებს. რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებელი უკვე ამოარჩია და საბოლოოდ დაამტკიცა. სტოუნის ეკრანიზაციაში სნოუდენის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოზეფ გორდონ-ლიუიტი შეასრულებს. ეს მსახიობი ქართველი მაყურებლისთვის კრისტოფერ ნოლანის ფილმებით „ბეტმენი“ და „დასაწყისი“-თ გახლავთ ცნობილი.
„ჯოზეფი ძალზე კარგი და ნიჭიერი მსახიობია“, – ასე გაუკეთა კომენტარი თავის არჩევანს ოლივერ სტოუნმა.
სტოუნის ფილმის სცენარი სნოუდენის ადვოკატის ანატოლი კუჩერენის რომანის „რვაფეხას დრო“-ს მიხედვით არის შექმნილი.
შეგახსენებთ, ედვარდ სნოუდენმა გასულს წელს აშშ-ს სპეცსამსახურების მხრიდან მსოფლიოში უკანონო მოსმენების საკითხი გაახმაურა. აშშ-მ თავის მხრივ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციების გასაჯაროებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით ცსს-ს აგენტმა დრობითი თავშესაფარი რუსეთის ფედერაციაში იპოვა.