კიევის პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტს და ოპოზიციას მიმართავს
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა ფილარეტმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს და ოპოზიციის ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართა. უკრაინის პატრიარქმა მათ მოუწოდა, ურთიერთბრალდებები უკანა პლანზე გადადონ და დიალოგი დაიწყონ, რათა მხარეებმა შედეგს მიაღწიონ და სიტუაცია ჩიხიდან გამოვიდეს. ფილარეტმა ეს განცხადება გვიან საღამოს გაავრცელა.