ის, ვინც „წამებულის გვირგვინით გაბრწყინდა“ – დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღე

„ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსთვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“ (აკაკი).

1811 წლის 26 აპრილს დაიბადა დიმიტრი ყიფიანი – ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი. მას დღეს 215 წელი შეუსრულდებოდა.
ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ინფორმაციით, XIX საუკუნის გამორჩეულ ქართველთა შორის დიმიტრი ყიფიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ბურჯად ედგა და მფარველად ევლინებოდა.
„კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, ქართული თეატრის შექმნა, სათავადაზნაურო ბანკის დაარსება, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელობა” და სხვა.
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი (მარშალი), თბილისის პირველი (XIX საუკუნეში ერთადერთი) ქართველი ქალაქის თავი.
ტრაგიკულად შეცვალა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორის ჩუდეცკის მკვლელობის ფაქტმა, მაშინ როცა საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა, დიმიტრიმ მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა.
ერის ღირსების დაცვისთვის დიმიტრი ყიფიანს სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
მოწამებრივი აღსასრულისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი და წამებულის გვირგვინით გაბრწყინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები